Shopify თუ Squarespace
აღმოაჩინე ყოვლისმომცველი პლატფორმა ბიზნესის სირთულეების სამართავად და გადადი ახალ ეტაპზე Shopify-სთან ერთად.

შემოუერთდი წამყვან ბრენდებს, რომლებიც Shopify-ს იყენებენ
მართე შენივე პირობებით
მართე ბიზნესი შენივე პირობებით
გაეცანი Shopify-ს მძლავრ ინსტრუმენტებს, რომლებიც ბრენდის მორგებას ან ბექ-ოფისის მართვას იმაზე მეტად ამარტივებს, ვიდრე ოდესმე.

გაყიდე მეტი
გაყიდე მეტი საუკეთესო კონვერსიის მქონე შეკვეთის გაფორმებით
Shopify-ში შეკვეთის გაფორმება საშუალოდ 15%-ით ზრდის კონვერსიას და ის ყველა მაღაზიაშია ჩაშენებული. დაამატე მას მომხმარებლებისთვის საყვარელი ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ექსპრეს-გადახდა, ფასდაკლება, სასაჩუქრე ბარათი და მაღაზიიდან გატანა თუ მიწოდება.

დაიწყე გაყიდვა $1-ად
დაიბრუნე $8,000-მდე კრედიტის სახით
თანხმობას აცხადებ Shopify-ს სარეკლამო წერილების მიღებაზე.
მასშტაბირება კომპრომისების გარეშე
დაზოგე მეტი ფული
დაზოგე მფლობელობის ჯამურ ღირებულებაზე და მიიღე ინვესტიციის უფრო მაღალი უკუგება მასშტაბირებისას — ისე, რომ არ დააზარალო წმინდა მოგება.

იპოვე შენზე მორგებული Shopify-ს საფასო გეგმა
გსურს ახალი იდეის ტესტირება თუ მზად ხარ მსოფლიოს მასშტაბით გასაყიდად, არსებობს Shopify-ს საფასო გეგმა, რომელიც ზუსტად შენზეა მორგებული. გაეცანი საფასო გეგმებსა და ფასებს.
მიიღე მეტი ფუნქცია
ტექნოლოგია, რომელიც შენთან ერთად იზრდება
კომერცია იცვლება ისე, როგორც არასდროს, მაგრამ Shopify მიზანმიმართულად ზრუნავს, რომ ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო. ათასობით ინჟინრის ძალისხმევით, Shopify ყოველწლიურად კომერციის უამრავ განახლებას უშვებს — დაწყებული პლატფორმაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციით, ომნიარხული გაყიდვების ინსტრუმენტების შეთავაზებით დამთავრებული.

ჩვენ არასდროს ვწყვეტთ განვითარებას.
150+ განახლება ყოველ ექვს თვეში.
გაეცანი Shopify Editions-სგადაიტანე მონაცემები
განახორციელე მიგრაცია შენივე პირობებით
Shopify-ზე მონაცემების მიგრაციის უამრავი გზა არსებობს. აირჩიე ის, რომელიც ყველაზე კარგად ერგება შენი ბიზნესის საჭიროებებს.


მცირე ბიზნესებისთვის
განახორციელე მიგრაცია ხელით
უფრო მარტივი მიდგომისთვის, მონაცემები ხელით გადაიტანე CSV ფაილის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს პროდუქტებისა და მომხმარებლების იმპორტს შენს ახალ Shopify-ს მაღაზიაში.
- გაითვალისწინე, რომ ამ გზით შეუძლებელია ზოგიერთი მონაცემის (მაგალითად, შეკვეთებისა და ბლოგპოსტების) გადატანა.
- დააკოპირე ტექსტი შენი ამჟამინდელი მაღაზიის გვერდებიდან და ჩასვი ახალ Shopify-ს მაღაზიაში, სადაც გჭირდება.

სწრაფი დაყენებისთვის
გადადი მიგრაციის აპის დახმარებით
სწრაფად განახორციელე მაღაზიის მიგრაცია. გამოიყენე მესამე მხარის მიგრაციის აპი Shopify App Store-დან.
- გადაიტანე მაღაზიის მნიშვნელოვანი მონაცემები, მათ შორის პროდუქტები, შეკვეთები, მომხმარებლები, მიმოხილვები და სხვა.
- შეინარჩუნე მაღაზიის SEO და საერთო სტრუქტურა ხელუხლებლად მიგრაციის განმავლობაში.

მსხვილი ბიზნესებისთვის
დაიქირავე Shopify-ის პარტნიორი
ითანამშრომლე Shopify-ის პარტნიორთან მიგრაციის მართვისა და დასრულებისთვის.
- ითანამშრომლე Shopify-ის პარტნიორთან, რომელიც სპეციალიზებულია მიგრაციაზე შენი ინდუსტრიისა და ზომის მიხედვით.
- ზოგიერთმა პარტნიორმა შეიძლება გამოიყენოს Shopify-ს API შენს საჭიროებებზე მორგებული მიგრაციის ინდივიდუალური გადაწყვეტის შესაქმნელად.

მომხმარებელთა მხარდაჭერა
24/7 მხარდაჭერა
მიიღე დახმარება პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი ჯილდოს მფლობელი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდისგან — დაწყებული მონაცემების იმპორტით, მაღაზიის აწყობით დამთავრებული.
Shopify-ს მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 24/7-ზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფასო გეგმას იყენებ. ასევე, წვდომა გექნება დახმარების დოკუმენტაციაზე, ვებინარებზე, ბლოგპოსტებსა და ონლაინ კურსებზე, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში დაგეხმარება.
Shopify-ს მხარდაჭერა ხელმისაწვდომია 24/7-ზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფასო გეგმას იყენებ. ასევე, წვდომა გექნება დახმარების დოკუმენტაციაზე, ვებინარებზე, ბლოგპოსტებსა და ონლაინ კურსებზე, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში დაგეხმარება.
გაეცანი რესურსებს
გაიგე, რატომ გადადიან ჩვენთან ბრენდები
გაეცანი სასარგებლო რესურსებს იმ განსხვავებების შესახებ, რომლებიც განასხვავებს Shopify-სა და Squarespace-ს.

გაყიდე ონლაინ
Squarespace-ის 10 საუკეთესო ალტერნატივა 2024 წლისთვის
გაეცანი Squarespace-ის საუკეთესო ალტერნატივებს შენი ვებსაიტის საჭიროებებისთვის. იპოვე გადაწყვეტები, რომლებიც შეესაბამება შენს მიზნებს და გააუმჯობესებს შენს ონლაინ წარმომადგენლობას Squarespace-ის მიღმა.

გაყიდე ონლაინ
Shopify Buy Button: როგორ დავამატოთ ნებისმიერ ვებსაიტზე
Shopify-ს ყიდვის ღილაკის დახმარებით შეგიძლია სრულად მოახდინო Shopify-ს ელ. კომერციის ინსტრუმენტების ინტეგრაცია ნებისმიერ ვებსაიტზე, იქნება ის აწყობილი WordPress-ზე, Squarespace-ზე, Wix-ზე თუ ნებისმიერ სხვა ვებსაიტის კონსტრუქტორზე.

დამფუძნებელთა ისტორიები
საბითუმო ვაჭრობიდან მასშტაბირებამდე: როგორ უმკლავდება ინტერიერის ყოფილი დიზაინერი მოულოდნელ მოთხოვნას
გაიგე, როგორ უმკლავდება Artemis Design Co მოულოდნელ მოთხოვნას და ნერგავს ახალ სისტემებს, რათა ყოველწლიურად გააორმაგოს გაყიდვები.

პოდკასტები
რა ხდება მაშინ, როდესაც Tesla-ს ყოფილი თანამშრომელი ნაბახუსევის პრობლემის მოგვარებას გადაწყვეტს?
გაიგე, როგორ აღმოაჩინა Tesla-ს ყოფილმა თანამშრომელმა ბიზნეს იდეა მოგზაურობისას, სწრაფად ჩაუშვა სამიზნე გვერდი და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, როგორ შეუდგა ნამდვილი ბრენდის შექმნას.

შემთხვევის შესწავლა
Laurie Ellen-ის წარმატების რეცეპტი: Shopify-ს მარკეტინგული ინსტრუმენტები
გაიგე, როგორ დაეხმარა ელფოსტის მარკეტინგის, ლიდების მოზიდვისა და მომხმარებელთა ჩატის ინსტრუმენტების ერთ სივრცეში ქონა ამავე სახელწოდების ორცხობილების ბრენდს ფოკუსირებულიყო ყველაზე მნიშვნელოვანზე — ბიზნესის ზრდაზე.

დახმარების ცენტრი
მიგრაცია Squarespace-დან
ეს გზამკვლევი აღწერს, როგორ განახორციელო მაღაზიის მიგრაცია Squarespace-დან Shopify-ზე.
ხშირად დასმული კითხვები
Shopify თუ Squarespace
გადადი ყოვლისმომცველ პლატფორმაზე
სცადე Shopify უფასოდ და ისარგებლე შერჩეული საფასო გეგმებით პირველი 3 თვის განმავლობაში მხოლოდ $1-ად თვეში. აღმოაჩინე ყველა ინსტრუმენტი და სერვისი, რომელიც გჭირდება ბიზნესის სირთულეების სამართავად ინტერნეტში არსებული ყველაზე მორგებადი პლატფორმისგან.