საერთაშორისო გაყიდვა

გაიზარდე გლობალურად

მიყიდე მეტ მყიდველს მეტ რეგიონში, Shopify-ს გლობალური კომერციის პლატფორმის მეშვეობით.

არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? დაიწყე უფასოდ

ვიტრინის ინტერფეისი მცურავი პროდუქტის ბარათებით, რომლებიც აჩვენებს ადგილობრივ ვალუტასა და დროშებს.
  • Walk London
  • Fiyah
  • WOLFpak
  • Made by Mary
  • FTC

Markets

გაუშვი საერთაშორისო მომხმარებელზე მორგებული ვიტრინები

Markets გაგიმარტივებს გაყიდვების პროცესის მორგებას მყიდველთა სხვადასხვა ჯგუფზე — და ამ ყველაფერს ერთი მაღაზიიდან შეძლებ.
ორი მამაკაცი სკეიტების მაღაზიაში ლოკალიზებული ფასების მცურავი თეგებით.

წინასწარი ხარჯების გარეშე

დაიწყე გაყიდვა და გადაიხადე საკომისიო მხოლოდ წარმატებულ გაყიდვებზე.

გაზარდე გაყიდვები 40%-მდე*

მოიპოვე მყიდველთა ნდობა ნებისმიერ რეგიონში ლოკალიზაციის უფასო ინსტრუმენტებით.

გაფართოვდი ყველგან

აითვისე ახალი ბაზრები ავტომატიზებული პარამეტრებით და მოირგე თითოეული დეტალი.

*საერთაშორისო გაყიდვების მონაცემები ეფუძნება 567 ბრენდის ნიმუშს, Shopify-ს მიერ EY-სთვის დაკვეთილი კვლევის მიხედვით.

ლოკალიზაცია

დატოვე ადგილობრივის შთაბეჭდილება და გაყიდე შესაბამისად

შექმენი შოპინგის იდეალური პირობები, რათა გაზარდო კონვერსია ყველა ბაზარზე.

თარგმანი და SEO

დაეხმარე მყიდველებს პროდუქტების გაცნობაში და გააუმჯობესე SEO Translate & Adapt-ით.

საერთაშორისო თემები

აირჩიე თემების კატალოგიდან, რომლებსაც ინტეგრირებული აქვთ მრავალვალუტიანი და თარგმნის პარამეტრები.

უნიკალური URL-ები

გაამარტივე შენი მაღაზიის მოძებნა და მასში შოპინგი ისეთი საერთაშორისო დომენებით, როგორიცაა .ca ან .eu

შეკვეთის უსაფრთხო, ლოკალიზებული გაფორმება

გაყიდე 130+ ვალუტაში და მიიღე თანხა შენს ვალუტაში, საუკეთესო კონვერსიის მქონე შეკვეთის გაფორმების მეშვეობით.

რეგიონული მისამართის ფორმები

შეამცირე მიტოვებული კალათების რაოდენობა მოსახერხებელი ფორმებით, რომლებიც ყველა რეგიონში მუშაობს.

ბაზარზე მორგებული პროდუქტები

აარიდე თავი პროდუქტისა და მიწოდების შეზღუდვებს, უნიკალური პროდუქტების კატალოგების გამოყენებით.

დაიტოვე გამომუშავებული თანხის მეტი ნაწილი

ვალუტის კონვერტირება, ბაჟი და იმპორტის გადასახადი არ უნდა გაიქვითოს შენი შემოსავლიდან.
შეიტყვე ფასწარმოქმნის შესახებ
ქალი და ბავშვი თამაშობენ ხის სათამაშოებით მისაღები ოთახის ხალიჩაზე.

„Shopify-ს საერთაშორისო გაყიდვების ინსტრუმენტებმა მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა ვალუტის კონვერტირება და პროდუქტის ფასების განახლება, ახალ ბაზარზე შესვლისას.“

ხშირად დასმული კითხვები

რა არის Markets?

ბაზარი არის შენ მიერ განსაზღვრული მომხმარებელთა ჯგუფი — ხშირად ქვეყნის, რეგიონის ან მომხმარებლის ტიპის მიხედვით. Shopify Markets-ით შეგიძლია შექმნა ბაზრები როგორც საცალო, ისე B2B მყიდველებისთვის, დააყენო ადგილობრივი ვალუტა და ფასწარმოქმნა, აირჩიო ხელმისაწვდომი პროდუქტები და მოარგო შენი ვიტრინა თითოეულ ბაზარს. ყველა ამ პარამეტრის კონფიგურაციასა და მართვას თავად ახორციელებ.

შეიტყვე მეტი ბაზრის მორგების შესახებ.

რა არის საერთაშორისო გაყიდვების დაწყების ყველაზე მარტივი გზა?

თუ დასაშვებ რეგიონში იმყოფები და უშუალოდ მომხმარებლებზე ყიდი, გაყიდვების დასაწყებად ყველაზე სწრაფი გზაა Shopify Managed Markets. ის ავტომატიზებულს ხდის ტრანსსასაზღვრო გაყიდვებთან დაკავშირებული სამუშაოსა და რისკების დიდ ნაწილს რეგისტრირებული მოვაჭრის სერვისით (რომელიც მართავს უცხოურ გადასახადებსა და იმპორტის მოსაკრებლებს), უზრუნველყოფს დაცვას დასაშვებ ჩარჯბექებზე და გთავაზობს ფასების ავტომატურ კორექტირებას, რათა შეინარჩუნო სტაბილური მარჟა სხვადასხვა ბაზარზე.

დასაშვები რეგიონების გარეთ მყოფი მოვაჭრეებისთვის, Shopify Markets გაძლევს საერთაშორისო დონეზე გაყიდვის საშუალებას ნებისმიერ გეგმაზე. შენ თავად აკონფიგურირებ ადგილობრივ ვალუტას, კონკრეტულ ბაზარზე მორგებულ ფასწარმოქმნას, თარგმანებს, ბაჟსა და იმპორტის გადასახადებს.

აღმოაჩინე საერთაშორისო გაყიდვები

არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? დაიწყე უფასოდ