Shopify-ს ფასდაკლებები

გაზარდე გაყიდვები და კალათის ზომა ფასდაკლებების დახმარებით

მოიზიდე ახალი მომხმარებლები და გაზარდე განმეორებითი გაყიდვები Shopify-ზე აქციების გაშვებით

არ გაქვს Shopify-ს მაღაზია? შექმენი ახლავე.

მყიდველთა კონვერტირება

წაახალისე მომხმარებლები, იყიდონ მეტი ფასდაკლებების დახმარებით. ამისთვის სტანდარტულად 4 სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებაა ხელმისაწვდომი.

აქციების გაფართოება

გჭირდება ფასდაკლების მეტი ტიპი? ჩამოტვირთე ფასდაკლების აპლიკაცია Shopify App Store-დან შენი სარეკლამო სტრატეგიის მხარდასაჭერად.

ბიზნესის მასშტაბირება

გამოიყენე მომხმარებელთა სეგმენტაცია მილიონობით მომხმარებელთან დასაკავშირებლად მიზნობრივი აქციების საშუალებით, რომლებიც უნიკალურ ფასდაკლებებს მოიცავს.

შექმენი ფასდაკლებები. გაყიდე მეტი.

ისეთი ეფექტური აქციების შექმნა, რომლებიც მომხმარებლებს მეტის ყიდვისკენ წაახალისებს, ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

შექმნა და კომბინირება

შესთავაზე მომხმარებლებს ავტომატური ფასდაკლებები და ფასდაკლების კოდები, რომლებიც გულისხმობს პროცენტის ან ფიქსირებული თანხის დაკლებას, უფასო მიწოდებას, ან ფასდაკლების ახალ ტიპს აპლიკაციიდან. დააკავშირე ფასდაკლებები და შექმენი კიდევ უფრო მიმზიდველი შეთავაზებები შენი მომხმარებლებისთვის.

მორგება და კონფიგურაცია

გამოიყენე ფასდაკლება სრულ შეკვეთაზე, ერთ ან რამდენიმე კოლექციაზე, ან თუნდაც ცალკეულ პროდუქტზე. დააყენე, დაგეგმე და დააკონფიგურირე მინიმალური მოთხოვნები ფასდაკლების ყველა ტიპისთვის, დროში შეზღუდული შეთავაზებების ჩათვლით.

გაზომვა და გაუმჯობესება

ანალიტიკის მძლავრი ინსტრუმენტებით, რომლებიც თვალს ადევნებს ყველა შენს აქციას, შეგიძლია აკონტროლო მათი ეფექტურობა, შეიტანო სტრატეგიული ცვლილებები და გააუმჯობესო შენი ფასდაკლების შეთავაზებები.

აკონტროლე ეფექტურობა და გააძლიერე ის, რაც ამართლებს

ანგარიშის სურათი, რომელიც აჩვენებს ფასდაკლების ეფექტურობას ისეთი ველების გამოყენებით, როგორიცაა ფასდაკლების სახელი, ფასდაკლების ტიპი, შეკვეთები და წმინდა გაყიდვები.

გამარტივებული ანგარიშგება

მიიღე მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ რა ამართლებს და რა არა. იხილე სრული დეტალები ფასდაკლებების, ბრუტო გაყიდვების, დაბრუნებების, წმინდა გაყიდვებისა და სხვათა მიხედვით.

ფასდაკლებების გაზიარება

გამოიყენე ფასდაკლების გასაზიარებელი ბმულები, რათა მყიდველები პირდაპირ პროდუქტის გვერდზე გადაიყვანო, სადაც შეკვეთის გაფორმებისას ფასდაკლებები ავტომატურად გავრცელდება.

დამატებითი რესურსები

დახმარების ცენტრი

შეიტყვეთ მეტი ფასდაკლებების ამოქმედების შესახებ.

ეწვიე დახმარების ცენტრს 

განავითარე შენი ბიზნესი აქციებით დღესვე