თაღლითობისგან დაცვის გადაწყვეტილებები

მხოლოდ ნუ ებრძვი თაღლითობას, თავიდან აირიდე ის

იწინასწარმეტყველე, გამოავლინე და მართე თაღლითობა პირდაპირ Shopify-ში. მიიღე წვდომა გაუმჯობესებულ მანქანურ სწავლებაზე, მორგებულ წესებზე და დაცვის სხვა ჩაშენებულ ინსტრუმენტებზე — სრულიად უფასოდ.
Shopify-ს მოვაჭრე ზის მაგიდასთან ლეპტოპით და იღებს შეტყობინებებს დაბალი და მაღალი რისკის მქონე თაღლითობის შესახებ.

დაიცავი შენი ბიზნესი თაღლითობისგან ახალი, მძლავრი ინსტრუმენტებით

2023 წელს მსოფლიოში ელ. კომერციის თაღლითობამ მოვაჭრეები შესაძლოა 48 მილიარდ USD-ზე მეტით აზარალოს.¹ აღარ დაკარგო ფული თაღლითობის გამო Shopify-ს დაცვის უფასო ინსტრუმენტების დახმარებით.
ინსტრუმენტების ხატულა

გაამარტივე ოპერაციები

მიიღე წვდომა თაღლითობის გამოსავლენად, დასაბლოკად და გასასაჩივრებლად საჭირო ყველა ინსტრუმენტზე პირდაპირ Shopify-ში.
გრაფიკი ზემოთ მიმართული ისრით

გაზარდე შემოსავალი

თამამად დაამტკიცე მეტი შეკვეთა თაღლითობის დაბლოკვის საუკეთესო ინსტრუმენტების გამოყენებით.
ეკრანი მონიშვნის ნიშნით

შეამცირე ხელით სამუშაო

მოახდინე თაღლითობის სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია მაღალი რისკის შეკვეთების უფრო მარტივად სამართავად.

აამუშავე ჩვენი ქსელი

გამოიყენე ჩვენი მოწინავე მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რომელიც გაწვრთნილია ჩვენი ქსელის მილიარდობით მონაცემთა წერტილზე.

10 მლრდ+

მანქანური სწავლებით გაწვრთნილი ტრანზაქციები

99,7%

Shopify-ს შეკვეთების მიღების მაჩვენებელი²

$745 მლნ+

მონიშნული თაღლითური ქმედებები³

პრევენცია

დაასწარი თაღლითობას

დაიცავი შენი ბიზნესი მანამ, სანამ თაღლითობის მსხვერპლი გახდები — ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე დაკარგული გაყიდვების აღდგენა.
გრაფიკები, რომლებიც აჩვენებს თაღლითურ დავებს და შეკვეთებს რისკის დონის მიხედვით

მოქნილი წესები

გააკონტროლე, რომელი შეკვეთების გაუქმება, დაშვება ან გადახედვა გსურს მორგებული წესების დაყენებით Shopify Flow-ს დახმარებით.

უსაფრთხოების დამატებითი ფენა

ავტომატურად მოახდინე გადახდების ავთენტიფიკაცია 3D Secure-ის მეშვეობით და თავიდან აირიდე თაღლითური ჩარჯბექები.

ნაკლები თაღლითური ტრანზაქცია

თავიდან აირიდე საკრედიტო ბარათით თაღლითობა შეკვეთის გაფორმებისას ბარათის ტესტირებისგან დაცვის ინტეგრირებული ფუნქციის დახმარებით.

გამოვლენა

დაბლოკე თაღლითი მყიდველები და არა რეალურები

თაღლითობის ანალიზის მართვის პანელი

მიიღე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

გამოიყენე თაღლითობის ანალიზი და გადაწყვიტე, რომელი შეკვეთა შეასრულო მთავარ ინსაითებსა და შეკვეთის რისკის დონეებზე დაყრდნობით.

ამოიცანი თაღლითი მყიდველები

ავტომატურად მონიშნე მაღალი რისკის მქონე მყიდველები პროქსის ამოცნობის დახმარებით.

შეზღუდე ანგარიშის მითვისების შემთხვევები

მიიღე შეტყობინება, როდესაც შენს მაღაზიაში საეჭვო აქტივობა ან ცნობილი თავდასხმები დაფიქსირდება.

მართვა

კონცენტრირდი გაყიდვებზე

დახარჯე ნაკლები დრო და ფული თაღლითობის აღმოსაფხვრელად და აქციე ბიზნესის ზრდა შენს მთავარ პრიორიტეტად.

დამტკიცების უფრო მაღალი მაჩვენებლები

გაზარდე შენი შემოსავალი და დამტკიცების მაჩვენებლები ინტეგრირებული ავტორიზაციის ოპტიმიზაციით.

დავების ავტომატიზებული გადაწყვეტა

ჩართე დავების მართვის ავტოპილოტი, სანამ შენ ბიზნესის მართვაზე კონცენტრირდები.

გაუმჯობესებული კონტროლი

შექმენი დაშვებული და დაბლოკილი მომხმარებლების შენი საკუთარი სია, რათა შეძლო თაღლითებისთვის თვალის დევნება.
გრაფიკები, რომლებიც აჩვენებს დაბალი რისკის შეკვეთების მოცულობას და მიღების 99,7%-იან მაჩვენებელს

Shopify უკვე იცავს მილიონობით ბრენდს თაღლითობისგან

  • Mignonne Gavigan ლოგო
  • Blendjet ლოგო
  • Birdies ლოგო
  • AV ლოგო
  • Hatclub ლოგო
  • Glorious ლოგო

„მას შემდეგ, რაც Shopify Payments-ზე გადავედით, ვამტკიცებთ ჩვენი Shopify-ს შეკვეთების 99,9%-ს და თაღლითობა პრობლემას აღარ წარმოადგენს.“

Mignonne Gavigan

ჯეიდ სპერლინგი — ზრდისა და ანალიტიკის ვიცე-პრეზიდენტი
Shopify-ს მოვაჭრის ლეპტოპი Shopify Payments-ის გადახდის გვერდით

განბლოკე თაღლითობის საწინააღმდეგო უფასო ინსტრუმენტები Shopify Payments-ით

ისარგებლე დაცვის უფასო ინსტრუმენტებით Shopify Payments-ის გააქტიურების გზით.

ჩვენ შენს გვერდით ვართ

ყურსასმენის ხატულა

დახმარების ცენტრი

შეიტყვე მეტი Shopify-ს თაღლითობისგან დაცვის ახალი ინსტრუმენტების შესახებ.
ბლოკნოტის ხატულა

ბლოგი

გაიგე, როგორ იცავს Shopify-ს ტექნოლოგია მილიონობით მოვაჭრეს.
ჩატის ბუშტების ხატულა

მხარდაჭერა

დაუკავშირდი მხარდაჭერის ჩვენს გუნდს.