გაეცანი Plus-ის ფუნქციებს 1 თვის განმავლობაში მხოლოდ $399-ად

კომერცია სწრაფად ვითარდება.
Shopify კიდევ უფრო სწრაფია.

მოახდინე მთელი ბიზნესის მასშტაბირება კონვერსიის, ეფექტურობისა
და მოქნილობის კუთხით საუკეთესოდ შეფასებული კომერციის პლატფორმით.

ორი ქალი შოპინგობს მაღალი კლასის მაღაზიაში
გრაფიკი, რომელიც აჩვენებს გლობალური გაყიდვების ზრდას
ძვირადღირებული ტყავის ჩანთის დამატება შეკვეთის გასაფორმებლად
ადამიანი ტელეფონით ეძებს სასურველ კულინარიულ წიგნს
გადახდის მეთოდები, მათ შორის Visa, Mastercard, Amex, Apple Pay, Shop Pay და სხვა
საკონტეინერო გემი მიცურავს ღია ზღვაში
ორი ქალი შოპინგობს მაღალი კლასის მაღაზიაში
გრაფიკი, რომელიც აჩვენებს გლობალური გაყიდვების ზრდას
ძვირადღირებული ტყავის ჩანთის დამატება შეკვეთის გასაფორმებლად
ადამიანი ტელეფონით ეძებს სასურველ კულინარიულ წიგნს
გადახდის მეთოდები, მათ შორის Visa, Mastercard, Amex, Apple Pay, Shop Pay და სხვა
საკონტეინერო გემი მიცურავს ღია ზღვაში

სრული კონტროლი, იდეალური ინტეგრაცია

დააკავშირე ყველაფერი ერთ კომერციის ოპერაციულ სისტემაში

კომერციის მარტივი მართვა ერთ ცენტრალურ სივრცეში. გააკონტროლე მთელი ბიზნესი Shopify-ის მოსარგები და გაფართოებადი გადაწყვეტების ნაკრებით, რომელიც შექმნილია შენს ტექნოლოგიურ სტეკთან სრულყოფილად სამუშაოდ.
ადამიანი ათვალიერებს საყიდლების აპლიკაციას ტელეფონში

DTC-ის მოწინავე ტექნოლოგიები

ონლაინ გაყიდვების ინსტრუმენტები სოციალური კომერციისთვის, მარკეტფლეისებისთვის და ყველაზე პოპულარული ვირუსული ტრენდებისთვის.
ბრენდ Parachute-ის დიდი საცალო მაღაზიის ვიტრინა

საცალო ვაჭრობის მომავალი

ომნიარხული გადაწყვეტები მეტი შეხების წერტილისთვის და ნაკლები დაბრკოლებისთვის ონლაინ და საცალო ოპერაციებში.
საწყობი თაროებზე განლაგებული პროდუქციით

საერთაშორისო B2B

ციფრული კომერციის ფუნქციები B2B-სთვის, რომლებიც ქმნის საბითუმო შესყიდვების შეუფერხებელ გამოცდილებას.
  • Glossier
  • Mattel
  • Staples

პლატფორმის გაფართოებადობა

გააფართოვე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე პლატფორმა

უსასრულოდ მოირგე შენი კომერციის სტეკი იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც აუმჯობესებს კონვერსიას და ქმნის მომხმარებელთან უფრო მჭიდრო კავშირს.

შექმნილია გაფართოებადობისთვის

იმოქმედე სწრაფად ჩვენი მორგებადი ონლაინ მაღაზიით, ან გამოიყენე შენი საყვარელი ტექნოლოგიები სრული შემოქმედებითი თავისუფლებისთვის. გააკეთე კიდევ უფრო მეტი შენი მესამე მხარის სისტემების ინტეგრაციით API-ების ან ჩვენი აპლიკაციების ეკოსისტემის მეშვეობით.

ოპტიმიზებულია Headless-ისთვის

მაქსიმალური მოქნილობისთვის, შექმენი შენი მაღაზია Shopify-ის ძლიერი headless API შრის მეშვეობით. განათავსე ჰოსტინგზე ნებისმიერ ადგილას, ან გაუშვი რამდენიმე საათში ჩვენი React-ზე დაფუძნებული headless სტეკის გამოყენებით, დამატებითი ხარჯების გარეშე.

ორიენტირებული მაქსიმალურ ეფექტურობაზე

გააუმჯობესე ჩვენი ელვისებურად სწრაფი ონლაინ მაღაზია და მსოფლიოში საუკეთესო კონვერსიის მქონე შეკვეთის გაფორმება გაფართოებებით საცალო ვაჭრობაში, საბითუმო ვაჭრობასა და შენს ბექ-ოფისში.

აირჩიე შენი გზა თანამედროვე, მორგებადი ტექნოლოგიური სტეკისკენ (tech stack)

Shopify Plus

უნივერსალური პლატფორმა

დაიწყე გაყიდვები სწრაფად Shopify-ის სრულფასოვანი პლატფორმით (full-stack), რომლის მორგებაც Front-end-დან Back-end-მდეა შესაძლებელი. კიდევ მეტი გჭირდება? უბრალოდ დააკავშირე შენი არსებული სისტემები API-ების მეშვეობით.

Enterprise Commerce

აწყობის უსასრულო გზები

ააწყვე შენი სტეკი იმ ინფრასტრუქტურით, მასშტაბითა და ინოვაციით, რომელიც მსოფლიოს წამყვან კორპორაციულ ბრენდებს ამოძრავებს. შექმენი ისე, რომ განვითარდეს შენი ბიზნესის საჭიროებების ცვლილებებთან ერთად.

გაფართოება და მოქნილობა

აღმოაჩინე შემოსავლის ახალი წყაროები ზედმეტი ხარჯების გარეშე

კომერციის ახალი შესაძლებლობების ათვისება ისეთივე სწრაფი პროცესია, როგორც გაყიდვების არხის ჩართვა, რომელიც იმართება ერთ მძლავრ ბექ-ოფისში.
Shopify Plus-ის ადმინ პანელი საერთაშორისო და ლოკალური გაყიდვების მონაცემებით

ომნიარხული შესაძლებლობები

დაასინქრონიზე ონლაინ და საცალო ვაჭრობის სისტემები სრულად მორგებადი, უნივერსალური პლატფორმიდან.

სოციალური გაყიდვები

გაფართოვდი უფრო სწრაფად ყველაზე პოპულარულ არხებსა და მარკეტფლეისებზე, ჩვენი კომერციის უნიკალური ინსაითების (insights) დახმარებით.

გლობალური გაფართოება

გაიაქტიურე წვდომა 150-ზე მეტ ქვეყანაში და მარტივად შედი ახალ ბაზრებზე ლოკალიზაციის საუკეთესო სტრატეგიით.

საბითუმო ვაჭრობა

ააშენე და მართე შენი B2B ბიზნესი საბითუმო მყიდველებისთვის პერსონალიზებული ინსტრუმენტებით.

ხარჯთეფექტური ოპერაციები

მიმართე რესურსები იქ, სადაც ყველაზე დიდ უკუგებას მიიღებ

რატომ უნდა დახარჯო რესურსები სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის კომერციაზე მორგებაში? განახორციელე უფრო გონივრული ინვესტიციები კომერციაზე ორიენტირებული ოპერაციული სისტემით და მიიღე მაქსიმალური შედეგი დეველოპერთა გუნდისა და კამპანიის ბიუჯეტიდან.

ფლობის ჯამური ღირებულების (TCO) შემცირება

დახარჯე ნაკლები დრო და ფული რამდენიმე პლატფორმის მართვაზე მოქნილი ინტეგრაციების, API-ების და ავტომატიზებული სამუშაო პროცესების მეშვეობით კამპანიებში, საცალო და საბითუმო ვაჭრობაში.

მარკეტინგის უკეთესი ROI

გააფართოვე და მიიზიდე მომხმარებელთა ბაზა უფრო ნაკლებ ფასად, Shopify-ის მონაცემთა ქსელით გამდიდრებული ჭკვიანი ანალიტიკისა და ინსტრუმენტების დახმარებით.

უფრო მაღალი გავლენის მქონე დეველოპმენტი

გამოიყენე შენი დეველოპერების რესურსები ზრდის სტიმულირებისთვის უნიკალური აწყობებით, ხოლო შეკვეთის გაფორმება და პლატფორმა მიანდე Shopify-ს.
50% კონვერსია

მიიღე 50%-მდე უკეთესი კონვერსია სტუმრის სტატუსით შეკვეთის გაფორმებასთან შედარებით Shop Pay-ის გამოყენებით

20% AOV

შეკვეთის უფრო მაღალი საშუალო ღირებულება (AOV) მორგებული აქციებით Shopify Functions-ის მეშვეობით

100%-ით ფოკუსირებული კომერციაზე

გვენდობა მილიონობით გლობალური ბრენდი და პარტნიორი

R&D ინოვაცია

2020 წლიდან ყოველ 6 თვეში პროდუქტის 100-ზე მეტი განახლება, და შენელებას არც ვაპირებთ

დატვირთვაზე შემოწმებული შეკვეთის გაფორმება

10 000-ზე მეტი შეკვეთის გაფორმება წუთში ულიმიტო გამტარუნარიანობითა და ტრანზაქციებით

ულიმიტო SKU-ები

მილიარდდოლარიანი ბრენდები მარტივად ათავსებენ ერთ მილიონზე მეტ პროდუქტსა და ვარიანტს

ჩაშენებული უსაფრთხოება

სრული შესაბამისობა, მონაცემთა დაშიფვრა და მოწინავე დაცვა თაღლითობისა და ბოტებისგან

დეტალური რეპორტინგი

სრული მონაცემები და ინსაითები სიღრმისეული რეპორტინგით შენს ყველა მაღაზიაში

პარტნიორების ეკოსისტემა

მედეგი ეკოსისტემა ათასობით სტრატეგიული აპლიკაციისა და სერვისის პარტნიორით
99.99% უწყვეტი მუშაობის დრო

საშუალოდ Shopify-ის მასშტაბით მთელ მსოფლიოში წლის ყველაზე დიდი ფლეშ-გაყიდვებისა (flash sales) და ღონისძიებების დროს

4.5K+ ინჟინერი

ზრუნავს შენთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და კომერციის ფუნქციების შექმნაზე მანამ, სანამ მათ რეალურად დაგჭირდება

პარტნიორების $1.5B+ შემოსავალი

აპის დეველოპერებისა და Shopify Plus-ის სერტიფიცირებული აპლიკაციების პარტნიორების მიერ გამომუშავებული თანხა Shopify App Store-ის გაშვების დღიდან

ჩაანაცვლე ტექნიკური დავალიანება (tech debt) მოქნილობით. მხოლოდ Shopify-სთან ერთად.