საიტის სიჩქარის აუდიტი
საიტის სისწრაფის გამო ხომ არ კარგავ გაყიდვებს?
კონვერსია იზრდება საიტის სიჩქარის გაუმჯობესების ყოველ მილიწამთან ერთად. შეაფასე შენი ვიტრინის ეფექტურობა, რათა ნახო, თუ როგორ მოქმედებს ის შენს გაყიდვებზე და შეადარე კონკურენტებს.
რას მოიცავს შენი ანგარიში:
საიტის სიჩქარის პერსონალიზებული ანალიზი
ნახე, როგორია შენი ვიტრინა დარგის ბენჩმარკებთან და კონკურენტებთან შედარებით.
სიჩქარის შედარება პლატფორმების მიხედვით
შეადარე შენი ამჟამინდელი პლატფორმა დარგში არსებულ სხვა პლატფორმებს.
ექსკლუზიური ინსაითები კონვერსიის შესახებ
გაიგე მეტი საიტის სიჩქარის გავლენაზე კონვერსიებზე რეალურ Shopify მონაცემებზე დაყრდნობით.
რატომ არის სიჩქარე მნიშვნელოვანი
საიტის მაღალი სიჩქარე ყველაფერზე მოქმედებს — შემოსავლიდან დაწყებული, ოპერაციებით დასრულებული
აქციე მეტი ვიზიტორი მყიდველად
ნელი საიტები არავის მოსწონს, განსაკუთრებით კი ონლაინ მყიდველებს. სწრაფი საიტები მომხმარებლებს შეუფერხებლად დათვალიერების, ყიდვისა და შეკვეთის გაფორმების საშუალებას აძლევს — ყოველგვარი შეფერხებისა და წყვეტის გარეშე. ელ. კომერციაში ამ მილიწამებმა შეიძლება მილიონობით სხვაობა მოგცეს.
შეამცირე რეკლამის დანახარჯები უკეთესი SEO-თი
Google საიტის სიჩქარეს მისი საძიებო სისტემის რეიტინგის ალგორითმის ფაქტორად განიხილავს. რაც უფრო სწრაფად ხდება შენი საიტის ჩატვირთვა, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შენი ბიზნესი აღმოჩენადობით კონკურენტებს აჯობებს.
გააუმჯობესე ხარჯთეფექტურობა
ნელი საიტები შეკეთებასა და ოპტიმიზაციას მოითხოვს, რაც ბიზნესის სხვა ნაწილებიდან რესურსების გადატანას იწვევს. უკეთესი ეფექტურობის მქონე საიტი საშუალებას გაძლევს გადაანაწილო R&D და ფულადი რესურსები ბრენდისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებზე.
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ვიტრინები, უზრუნველყოფილი გლობალურად განაწილებული ინფრასტრუქტურით
ასობით ინჟინერი და მსოფლიო მასშტაბით 300-ზე მეტი დაფარვის წერტილი განაპირობებს Shopify-ს სისწრაფესა და მედეგობას. შესაბამისად, შენს მომხმარებლებს შენს მაღაზიაში შოპინგი ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

საინფორმაციო დოკუმენტი
საიტის სიჩქარის საუკეთესო პრაქტიკა კონვერსიის გასაზრდელად
გაეცანი კვლევებსა და სავაჭრო საიდუმლოებებს, რომლებიც Shopify-ს ვიტრინებს მსოფლიოში ყველაზე სწრაფს ხდის და კონვერსიის საუკეთესო მაჩვენებელს განაპირობებს — პირდაპირ ჩვენი ექსპერტებისგან.

ხშირად დასმული კითხვები
გაიგე მეტი Shopify-ს ექსპერტთან ერთად
დაჯავშნე საიტის სიჩქარის პერსონალიზებული შეფასება, რათა ნახო, როგორია შენი ბიზნესი შენი მსგავსი Shopify-ს მაღაზიების ფონზე.